რუსეთის ფინანსთა მინისტრი – ევროპაში ჩვენი აქტივების კონფისკაციას სიმეტრიულად ვუპასუხებთ

რუსეთი ევროპაში მისი აქტივების კონფისკაციას სიმეტრიულად უპასუხებს, – ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა.
„თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდება, მაშინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოჰყვება აბსოლუტურად სიმეტრიული პასუხი. ჩვენ ასევე გვაქვს საკმარისი აქტივები, რომლებიც აქ არის გაყინული, არის ასევე ეგრეთ წოდებულ „C“ ანგარიშებზეც, ეს არის ჩვენი ვალდებულებები ფასიან ქაღალდებზე, დივიდენდებზე. ის, რაც წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებებს არამეგობრული ქვეყნების უცხოელი კონტრაგენტების წინაშე. ისინი ყველა გაყინულია”, – აღნიშნა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ სახსრების გამოყენებით მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი და შესაძლოა, რუსეთმა ის გამოიყენოს, თუკი „არამეგობრული პარტნიორები“ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან