რუსეთის ფედერაციის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ ათასჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი – კაია კალასი

რუსეთის ფედერაციის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ ათასჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი, ბოლო დროს კი მსგავსი თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა.
როგორც Politico იუწყება, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით,გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის მონაცემების თანახმად, მასშტაბური ომის დაწყებიდან ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი სულ მცირე ცხრა ათასჯერ გამოიყენეს:
რადგანაც დაზვერვის სამსახურები ამბობენ, რომ ეს შემთხვევები მატულობს, ვფიქრობ, ეს დიდი, ძალიან დიდი შეშფოთების მიზეზია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ტკივილი და ტანჯვა მიაყენოს ს, რათა აიძულოს დანებება. და ეს ნამდვილად აუტანელია, – განაცხადა კალასმა.
მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, შეუერთდა საერთაშორისო კონვენციას, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის გამოყენებას, წარმოებას, შემუშავებას და მარაგს. რუსეთის ფედერაცია იმ 65 სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც ამ კონვენციას არამხოლოდ მოაწერეს ხელი, არამედ ოფიციალურადაც დაადასტურეს მისი რატიფიცირება.
წინა წლის ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის სარდლობამ გამოაქვეყნა შემაძრწუნებელი სტატისტიკა: მაშინ უკვე ცნობილი იყო 4 ათასზე მეტი ქიმიური თავდასხმის შესახებ, რომელიც ოკუპანტებს განეხორციელებინათ.
საუბარია გაზის ხელყუმბარეებზე, ასევე სხვა საბრძოლო მასალებზე, რომლებიც შეიცავს უცნობი ტიპის საშიშ ქიმიურ ნაერთებს.