კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ს შესაძლო მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო ადგილი მინსკია. ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“ეს საკითხი არ დამდგარა და არც განხილულა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მინსკი საუკეთესო ადგილია. ის ჩვენი მთავარი მოკავშირეა, შესაბამისად ეს საუკეთესო ადგილია მოლაპარაკებებისთვის”. – თქვა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, კრემლი დადებითად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, რის შესახებაც დონალდ ტრამპმა აშშ-ს კონგრესისადმი მიმართვაში ისაუბრა.
“კითხვა ის არის, თუ ვისთან დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჯერჯერობით კვლავ ძალაშია უკრაინის პრეზიდენტის სამართლებრივი აკრძალვა – აწარმოოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან. ამიტომ, ზოგადად, მიდგომა დადებითია, თუმცა, ნიუანსები ჯერ არ იცვლება”. – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.
tabula.ge
