რუსეთის უკანონო ქმედებები აღშფოთებას იწვევს, მსურს თანაგრძნობა გამოვხატო გინტურის ოჯახის მიმართ | კალინდრა

“ჩემი ქვეყანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გულმხურვალე მხარდამჭერი. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე საქართველოს მიმართ საერთაშორისო ყურადღებაა მოპყრობილი. რასაკვირველია აღშფოთებას იწვევს ს უკანონო ქმედებები არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ სა და მოლდოვაში და ამ ფონზე, ჩვენ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ. ჩვენ ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება იყენებს ძალას უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ. მე მსურს თანაგრძნობა გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ. ჩვენ ვიცით, საერთაშორისო გამოცდილებიდან, რომ დამნაშავეები ყოველთვის ისჯებიან, მაგრამ ეს არის დროში გაწელილი პროცესი, თუმცა ჩვენ არ უნდა ვიყოთ კომპრომისული და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას”.