რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო ვლადიმირ კარა-მურზას განაჩენის თაობაზე საჩივარი

ს უზენაესმა სასამართლომ უარყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას განაჩენის გასაჩივრება. მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.
კარა-მურზამ არ აღიარა დანაშაული, მის მომხრეებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ მას პოლიტიკური მოტივებით დევნიან. განაჩენის თანახმად, მან რუსეთის არმიას უსაფუძვლოდ დასდო ბრალი ში ომის წარმოებისას აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებაში და პოლიტპატიმრების მხარდამჭერ ღონისძიებებს აწყობდა რუსეთში აკრძალული არაკომერციული ორგანიზაციის, Free Russia Foundation-ის, ფულით. სახელმწიფო ღალატში ბრალდება, ადვოკატის სიტყვებით, დაკავშირებულია საზღვარგარეთ რუსეთის ხელისუფლების საჯარო კრიტიკასთან.
კარა-მურზა არის „სახალხო თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ის არჩეული იყო რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში. გარდა ამისა, ის არის ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი. 2024 წელს მას პუბლიცისტიკისთვის მიენიჭა პულიცერის პრემია, რომელიც -ში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ჟურნალისტებისთვის.
დასავლეთის ქვეყნები მოსკოვისგან ითხოვენ კარა-მურზას ბრალდებაზე უარის თქმასა და განაჩენის გაუქმებას. აშშ-ის სენატორებმა და კონგრესმენებმა თეთრ სახლს მოუწოდეს, ოპოზიციონერს მიანიჭოს „არამართლზომიერად დაკავებულის“ სტატუსი, რაც ამერიკის დიპლომატიას საშუალებას მისცემდა, მეტი ბერკეტი გამოეყენებინა მისი გათავისუფლებისთვის.
კარა-მურზას აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა და აშშ-ში მუდმივად ბინადრობის უფლება.

ასევე დაგაინტერესებთ