რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ

რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხ ASTRA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტელეგრამ“ არხ ASTRA-ს ცნობით, ს თავდაცვამ დრონების უმეტესობა ლენინგრადის ოლქში მდებარე „უსტ-ლუგას“ საზღვაო სავაჭრო პორტის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.
ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ინფორმაციით, ოლქის ტერიტორიაზე 4 დრონი ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, დღეს დილით, სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა.
წყარო: ინტერპრესნიუსი