რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა გაასაიდუმლოვა დემოგრაფიული მონაცემები

რუსეთის სტატისტიკის ფედერალურმა სახელმწიფო სამსახურმა საბოლოოდ შეწყვიტა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების ამსახველი მონაცემების გამოქვეყნება.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამ კვირაში გავრცელდა მაისის თვის ანგარიში ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ ვითარებაზე, რომელშიც “დემოგრაფიის” განყოფილება არ არის. ეს მონაცემი არ იძებნება არც “როსსტატის” საიტის შესაბამის განყოფილებაში – სადაც ბოლო განახლება მარტში განხორციელდა. საქმე ეხება მონაცემებს მოსახლეობის ზრდასა და კლებაზე, შობადობაზე და სიკვდილიანობაზე, მიგრაციაზე და საერთო რაოდენობაზე.
მაისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მომუშავე დემოგრაფებს პირადი ხელმოწერით შეუძლიათ მოიპოვონ ხელისუფლების მიერ გასაიდუმლოებული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს ცნობა გაავრცელა დემოგრაფმა ალექსეი რაკშამ, რომელიც მანამდე ამახვილებდა ყურადღებას “როსსტატის” მხრიდან მიგრაციის და მოსახლეობის საერთო რაოდენობის, ასევე რეგიონებში შობადობის და სიკვდილიანობის მონაცემების გამოქვეყნების შეწყვეტაზე. რაკშას მხრიდან ამ განცხადებებით გამოსვლიდან მალევე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მისი სახელი დაუმატა “უცხოეთის აგენტების” რეესტრს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად