რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი: ყაველაშვილი ოფიციალურად შეუდგა საკუთარ მოვალეობასა და კანონიერ უფლებას

საქართველო თავდაჯერებით გადის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ტესტს. ოფიციალურად შეუდგა საკუთარ მოვალეობასა და კანონიერ უფლებას.

მის ინაუგურაციას წინ უსწრებდა ნამდვილი პოლიტიკური დრამა. დასავლეთის მიერ დასმულმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ძალაუფლების დათმობაზე და საპრეზიდენტო სასახლის დატოვებაზე, მოუწოდებდა უცხოეთიდან გახურებულ ოპოზიციას პროტესტების რადიკალიზაციისკენ. თუმცა, ყველაფრის შემხედველი, ცვლილებების გარდაუვალობისა და სისხლის სამართლის გამოძიების საფრთხის გააზრების შემდეგ ზურაბიშვილმა სკამი გაათავისუფლა. ბოლოს კი განაცხადა, რომ თან მიაქვს საქართველოს “ლეგიტიმურობა და დროშა”.

თბილისს შეგვიძლია მივულოცოთ, პირველ რიგში, ის, რომ შეძლეს თავი აერიდებინათ სისხლისღვრისთვისა და ძალაუფლების გადაცემის დროს სიტუაციის კანონიერების ფარგლების დატოვებისთვის. ხოლო ლეგიტიმურობა – ეს ქალის ჩანთა არაა, მისი თან წაღება არ შეიძლება. ქართველებმა კარგად ისწავლეს უკრაინული მაიდანის გაკვეთილები და არ მისცეს ნება საკუთარი ქვეყანა ექციათ დასავლეთის მორიგ კოლონიად და ანტირუსულ პლაცდარმად. და, როგორც ამბობდნენ, ეს მხოლოდ ერთი “გოლია” ამერიკული ჰეგემონიის ადეპტების “კარში”.

ჟირინოვსკის რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეონიდ სლუცკი ივანიშვილის მიერ მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას გამოეხმაურა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია