ს საქმეთა დროებითი რწმუნებული – პოლონეთის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ ჩამოგდებული დრონები რუსულია

პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რუსული წარმომავლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა, – ამის შესახებ ს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი ორდაშმა რუსულ მედიას განუცხადა.
„ჩვენ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დრონები რუსულია“, – განაცხადა ანდრეი ორდაშმა.
მისი თქმით, მსგავსი ინციდენტების გამოცდილება იმაზე მიუთითებს, რომ პოლონელები თავიანთ სიტყვებს კონკრეტული ფაქტებით არ დაადასტურებენ. რუსი დიპლომატის მტკიცებით, დღემდე, ერთადერთი იდენტიფიცირებული რაკეტა უკრაინული აღმოჩნდა.
„რუსეთი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული პოლონეთთან რაიმე სახის ესკალაციით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ პოლონეთის ხელისუფლება მოგვისმენს“, – აღნიშნა ორდაშმა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის გამო, რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს