რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური – ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა – გარდაცვალების მიზეზი დგინდება

ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონალური დეპარტამენტი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ამ წლის 16 თებერვალს, მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკები და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი მტკიცებით, განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და მის ოჯახს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს