რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bild-ი ავრცელებს.
Bild-ის ცნობით, ეს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე გერმანიის მთავრობის ოფიციალური რეაქციაა.
„ჩვენ უკრაინის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას გავაგრძელებთ და საკუთარ თავს იმის უფლებას არ მივცემთ, რომ შევშინდეთ“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
შეგახსენებთ, გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ბაიროითში პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ გერმანიაში სამხედრო ობიექტებზე დივერსიული ოპერაციების მომზადება.