რუსეთის სამხედრო უწყება კურსკის ოლქში წინსვლის შესახებ იუწყება

ზედიზედ მეორე დღეა, ს თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ჯარების მიერ კურსკის რეგიონში დასახლებების აღების შესახებ იუწყება. ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში მოქმედი დაჯგუფება „სევერის“ (ჩრდილოეთი) ნაწილებმა კონტროლი დაამყარა დასახლებულ პუნქტ ნიკოლსკზე. წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია სოფლების ორლოვკისა და პოგრებკის დაპყრობის შესახებ.

ომის მომხრე რუსი ბლოგერები თავიანთ ფრონტზე მყოფ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რუსეთის ჯარმა კურსკის ოლქში სხვა სოფლებზეც დაამყარა კონტროლი. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს ასეთი ცნობების გადამოწმება შეუძლებელია. უკრაინულმა პროექტმა “DeepState-მა”, რომელიც ფრონტის ხაზის ცვლილებებს იკვლევს, დაადასტურა რუსეთის ჯარის წინსვლა პოგრებკაში.
აღნიშნული სოფელი უკრაინელი სამხედრო ნაწილების მიერ შარშანდელი აგვისტოს შეტევის დროს დაკავებული ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. ბრძოლა მის დასაკავებლად რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებდა და ომის მომხრე რუსი ბლოგერებმა რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობა რუსეთის ჯარის მიერ სოფელზე კონტროლის აღდგენის შესახებ.
ამჯერად გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც სოფელზე, სულ მცირე მის ცენტრალურ ნაწილზე რუსი ჯარისკაცების მხრიდან კონტროლის დამყარებას მოწმობს.
უკრაინული წყაროები, მთლიანად, აღიარებენ, რომ რუსეთის ჯარი აძლიერებს ზეწოლას როგორც ჩრდილოეთიდან, ისე ჩრდილო-დასავლეთიდან, რათა ხელთ იგდონ მალაია ლოკნია, დასავლეთიდან შეტევა კი მიზნად ემსახურება უკრაინის არმიისთვის მომარაგების გზების გადაჭრას ერთადერთი მაგისტრალური ტრასის საშუალებით, რომელიც ს აკავშირებს უკრაინის არმიის მიერ დაკავებულ კურსკის ქალაქ სუჯასთან.
უკრაინელი სამხედროები ექვს თვეზე მეტია კურსკის რეგიონის ტერიტორიის ასობით კვადრატულ კილომეტრს იკავებენ. უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ეს ტერიტორია შეიძლება გამოყენებულ იქნას სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს – მისი აზრით, რუსეთს შეუძლია გაცვალოს იგი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებზე. რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ის აპირებს უკუაქციოს უკრაინის ჯარი კურსკის მთელი ტერიტორიიდან.
· უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.
· უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
· უკრაინის არმია აცხადებს, რომ აკონტროლებს ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის სუჯის რაიონულ ცენტრს. რეგიონში მოქმედებს ფედერალურ დონეზე გამოცხადებული საგანგებო ვითარების რეჟიმი.
· მთლიანობაში, უკრაინის არმიამ დაკარგა იმ ტერიტორიების 40%-ზე მეტი, რომლებიც აგვისტოს ბლიცკრიგის შედეგად დაიკავა თავის მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქში.
· სუჯის აღება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის უკრაინის არმიის ლოგისტიკას.