რუსეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებისგან

ს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამგზავრებისგან, განსაკუთრებით ისრაელში, ლიბანსა და პალესტინურ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ს განცხადებაში.
კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს.
„ახლა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავშეკავებულობის შენარჩუნება, რომ არ მოხდეს ვითარების სრული დესტაბილიზაცია რეგიონში, რომელიც ისედაც არ გამოირჩევა სტაბილურობითა და პროგნოზირებადობით“, – განაცხადა პესკოვმა.