აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გაძლიერება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნულია. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„სოხუმის და ცხინვალის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა გამოწვეულია შავი ზღვის რეგიონში ნატოს აქტივობის გაზრდით. ალიანსი საქართველოს დიდი რაოდენობით უახლეს იარაღს აწვდის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟენევის 59-ე რაუნდზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე რამდენიმე ინციდენტის გამოკლებით სიტუაცია სტაბილურია.
ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.