რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი უწყებაში დაიბარა

ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი უწყებაში დაიბარა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გერმანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
ელჩის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, სავარაუდოდ, რუსული სახელმწიფო მედიის მიერ პარასკევს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც, რუსული მედიის ცნობით, გერმანელი სამხედრო ოფიცრები უკრაინის მხარდაჭერაზე, მათ შორის Taurus-ის რაკეტების პოტენციურ გამოყენებაზე, საუბრობენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კვირას განაცხადა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნება დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილია და მისი მიზანი გერმანიაში უთანხოების შექმნაა.
„ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელსაც პუტინი აწარმოებს. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. ეს არის ჰიბრიდული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს ეხება ჩვენს გაყოფას, ჩვენი სიმტკიცის შერყევას“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.