რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – უკრაინის კრიზისი, შეიძლება მის გეოგრაფიულ საზღვრებს გასცდეს

უკრაინის კრიზისი, შეიძლება გასცდეს მის გეოგრაფიულ საზღვრებს ნატო-ს თუნდ ერთი-ორი ქვეყნის მხრიდან ავანტიურული ქმედებების შედეგად, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო-ს წევრი თუნდაც ერთი-ორი ქვეყნის ავანტიურული ქმედებების შედეგად უკრაინის კრიზისი შეიძლება გასცდეს მის გეოგრაფიულ საზღვრებს და სულ სხვა მასშტაბები შეიძინოს“, – განაცხადა მან.
ალექსანდრე გრუშკოს თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებები ში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ „მიუთითებს ესკალაციის გზით სვლის მზადყოფნაზე იმ პირობებში, როდესაც თავად დასავლეთი ადგილზე სტრატეგიულ მარცხს განიცდის და ასეთი სიტყვები მიუღებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს მხრიდან რუსეთის უსაფრთხოებისთვის შექმნილი ნებისმიერი საფრთხე უპასუხოდ არ დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ