რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-სთან უკრაინის შესახებ გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება

აშშ-სთან უკრაინის შესახებ გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება ში არსებულ ვითარებას, გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საშიში ესკალაციის კურსის გაგრძელების აუცილებლობის კუთხით ვაშინგტონის პოზიცია ფაქტობრივად უცვლელი რჩება, მასთან დაკავშირებული რისკების არსებობის მიუხედავად. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი დახურული არხებით განხორციელდა, დეტალებში შესვლის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ ზოგადად, არხები მუშაობს და გაცვლები მიმდინარეობს“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
სერგეი რიაბკოვის თქმით, უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად რუსული მხარე მზად არის -ის არჩეული პრეზიდენტის, ს წინადადებას მოუსმინოს, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა არ შეიძლება.
„ეს უკანასკნელი ეჭვს არ იწვევს. ჩვენ ამ სფეროში ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ იდეას უაღრესად ფრთხილად, პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ვუდგებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.