რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: დიფ სთეითი ტრამპს წინააღმდეგობას უწევს

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს, რომ დიფ სთეითი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას უწევს.

მისი თქმით, ტრამპის მცდელობებმა “შეეზღუდა ტრანსჰუმანიზმთან დაკავშირებული გლობალური ინიციატივები და ლიბერალური იდეოლოგიების პოპულარიზაცია” დიფ სთეითისგან მკვეთრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ნარიშკინის მტკიცებით, -ის ლიდერი ამავე პრობლემას აწყდება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გადაჭრის საკითხებში.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში არსებული ვითარება “უპრეცედენტო დაძაბულობით” ხასიათდება, რასაც ტრამპზე განხორციელებული თავდასხმები და მუქარა მოწმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს