რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ-ს სურს „ოცნებისთვის“ ODIHR-ის დახმარებით ხელის შეშლა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მანამდე ს სპეცსამსახურმა უკვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ემზადება „თბილისური მაიდნის“ მოწყობისთვის, რათა არ დაუშვას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ახლა საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს.
„საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული მონაცემებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ემზადება ახალი ინსტრუმენტის ასამოქმედებლად საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში ჩასარევად, ვაშინგტონისთვის არახელსაყრელი, ამჟამად მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვებაში ხელის შეშლის მიზნით, ამერიკელებმა მოილაპარაკეს ეუთო/ოდირის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელობასთან „თანამშრომლობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში ამბობენ, რომ ეუთო/ოდირი არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს „ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების პირობების არარსებობის დასკვნით“.
„ნების გამოხატვის პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, წარდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
„ვაშინგტონის ჩანაფიქრი ნათელია და აღარ იწვევს გაკვირვებას – მისცეს საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციას მიზეზი მასობრივი საპროტესტო აქციების გასაშვებად ქვეყანაში ძალისმიერი გზით ხელისუფლების მიტაცების მიზნით“, – აცხადებენ რუსულ უწყებაში.
რუსეთს საგარეო დაზვერვის სამსახური „გამართლებულს“ უწოდებს ეუთოს დაფინანსების შემცირებას და აცხადებს, რომ ODIHR -ი გადაიქცა „ამერიკის ხელისუფლების უსინდისო თამაშების ხმის გამაძლიერებლად“.
მანამდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები მათ შორის პრემიერ-მინისტრი , აცხადებდნენ, რომ შეერთებული შტატებიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ორჯერ ცდილობდნენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. მ საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩი კელი დეგნანიც დაადანაშაულა „ქვეყანაში რევოლუციური სცენარების მხარდაჭერაში“. ვაშინგტონმა თბილისის ბრალდებები არაერთხელ უარყო.
ამ თემაზე “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმაც.
“ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა. ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ – მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს”, – თქვა ჯეიმს ო’ბრაიენმა და დასძინა: “ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90%-საც სურს ევროპისკენ წასვლა. და ეს მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედებაა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი ს მიღება შეძლოს”.
საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორის მატეო მეკაჩის მოწვევის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მოწვევა 12 თებერვალს გაიგზავნა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.