რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე გამოძიების დაწყება ბრძანა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, 25 მაისს Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ რუსული დროშის მიმართ განხორციელებულ პერფორმანსზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
უწყების ოფიციალურ Telegram არხზე წერია, რომ ბასტრიკინმა საგამოძიებო კომიტეტს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაავალა, აღძრან სისხლის სამართლის საქმე.
ს ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს დაავალა, აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დამნაშავეები კანონით დადგენილი წესით დაისაჯონ”, – წერია უწყების განცხადებაში.
ერეკლე გეწაძის პერფორმანს გუშინვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, .
ზახაროვა იმუქრება, რომ რუსული სამართალდამცავი ორგანოები ამ “აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ.”
“დილით არაერთი ზარი გაისმა, რომლითაც კომენტარის გაკეთებას ითხოვდნენ უცნობი ანტიგმირის ხრიკებზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში.
პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რასაც არ უნდა უკეთებდეს მას ფსიქოპატი.
მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ”, – თქვა მან.