რუსეთის ორ რეგიონზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

6 აგვისტოს, გამთენიისას აფეთქებები იყო ს როსტოვის და ბრიანსკის ოლქებში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის მოგერიების შესახებ იუწყებოდა.
უკრაინული ტელეგრამ-არხი Exilenova+ წერს, რომ ბრიანსკში დრონებით შეტევა იყო ნავთობის საცავზე. რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი ირწმუნება, რომ შეტევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
დრონებით შეტევის შედეგად როსტოვის ოლქის ერთ-ერთ რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება დაადასტურა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლუსარმა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, როსტოვის ოლქში ზედიზედ მეორე დღეა დრონებით შეტევა იყო დასახლებული პუნქტის, ტაცინსკაიას რკინიგზის სადგურზე. ადგილობრივ ხელისუფლებას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
6 აგვისტოს, დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში როსტოვის და ბრიანსკის ოლქებში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს” 16-16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ