რუსეთის მხარეს მებრძოლი ამერიკელი მოხალისე, სავარაუდოდ, რუსებმა თავად მოკლეს

ს მხარეს მებრძოლი ამერიკელი კომუნისტი მოხალისე, რასელ ბონერ ბენტლი, ზედმეტსახელად ტეხასი, რომელიც გასულ დღეებში დაიკარგა, მკვდარია.
მისი სიკვდილის ინფორმაცია ჯერ მისმა ცოლმა, შემდეგ კი პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმაც დაადასტურა.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბენტლი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მე-5 სატანკო ბრიგადის სამხედროებმა დაუნდობლად მოკლეს. აქამდე, 15 აპრილს მისი ცოლი ამბობდა, რომ ბენტლი 8 აპრილს გავიდა უკრაინელთა მიერ დაბომბილ ადგილზე, რათა ენახა, დაჭრილებს დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რის შემდეგაც ის მე-5 სატანკო ბრიგადის ჯარისკაცებმა გაიტაცეს.
როგორც ტელეგრამ არხებზე წერენ, იერიშის სამიზნე იყო მე-5 სატანკო ბრიგადის ბაზა და დანაკარგის შემდეგ სამხედროები დამნაშავეს ეძებდნენ, როცა მათ დაიჭირეს ბენტლი, რომელიც “NATO-ს ჯაშუშად” და სამიზნის გამსწორებლად მიიჩნიეს, გაიტაცეს და მოკლეს. რუსული მედიები, მათ შორის ომის მხარდამჭერებიც, წერენ, რომ ბენტლი მოკლულია.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ დღეებში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბენტლი 8 აპრილს გაურკვეველი მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
რასელ ბონერ ბენტლი უკრაინის ომში ჯერ კიდევ მაშინ მონაწილეობდა, როცა კონფლიქტი დონბასში დაიწყო. რუსული მედია წერს, რომ ის დონეცკში 2014 წლიდან იბრძვის. უკრაინული საიტი Миротворец-ი, სადაც ატვირთულია რუსეთის მხარეს მებრძოლი პირების ინფორმაცია, წერს, რომ 1960 წელს დაბადებული ბენტლი დონბასში უკრაინის წინააღმდეგ 2015 წლის იანვრიდან იბრძოდა და ირიცხებოდა რაზმ დროის არსში (კომუნისტური იდეოლოგიის მქონე ამავე სახელობის მოძრაობის მოხალისეობრივი დანაყოფი), ბატალიონ ხანში. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამერიკელი კომუნისტი მონაწილეობდა დონეცკის აეროპორტის აღებაში – დონბასის ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ ბრძოლაში. წარსულში ბენტლი -ში გასამართლებული იყო ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, კონტრაბანდისთვისა და საერთაშორისო დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის. მას მისჯილი ჰქონდა თავისუფლების 5 წლით აღკვეთა, თუმცა ქვეყნის დატოვება შეძლო.
ამერიკელ კომუნისტ მოხალისეს საკუთარი პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებდა რუსული სამთავრობო პროპაგანდა, წერდნენ მასთან ინტერვიუებს. ბენტლი აშშ-სა და უკრაინის მმართველებს ფაშისტებს ეძახდა.