“რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” მეთაურ კაპუსტინზე რუსეთმა კვლავ ძებნა გამოაცხადა, მისი სიკვდილის ინსცენირების შემდეგ

რუსეთმა კვლავ ძებნა გამოაცხადა „ს მოხალისეთა კორპუსის“ (რდკ) დამფუძნებელსა და მეთაურზე – დენის კაპუსტინზე, მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია მისი სიკვდილის ინსცენირების შესახებ.
-ს ბაზაში გაჩნდა ჩანაწერი ძებნის ხელახალი დაწყების შესახებ. ამ ბაზაში კაპუსტინის გვარი თავდაპირველად 2023 წელს გაჩნდა.
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ (რდკ) ლიდერს რუსეთში სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. ის დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში, ტერორისტული ჯგუფის შექმნაში, ტერორისტული საქმიანობის სწავლებაში – ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენაში. ასევე, ბრალდებათა შორის არის – რუსეთის ბრიანსკის ოლქში შეჭრა, 2023 წელს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [ФСБ] ვერსიით, კაპუსტინი ჩარეული იყო ტელეარხ „ცარგრადის“ [“Царьград”] დამფუძნებელზე – კონსტანტინ მალოფეევზე თავდასხმის ორგანიზებაში.
დენის კაპუსტინის დაღუპვის შესახებ ცნობები 27 დეკემბერს გაავრცელა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ტელეგრამარხმა. იუწყებოდნენ, რომ რდკ-ს მეთაური, ფრონტზე ზაპოროჟიეს მიმართულებით, დრონებით შეტევას ემსხვერპლა. 1 იანვარს კი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (გურ) გამოაცხადა, რომ სიკვდილი ინსცენირებული იყო, კაპუსტინი ცოცხალია და ის გააგრძელებს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ხელმძღვანელობას.
გურ-ის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებს კაპუსტინის მკვლელობის ორგანიზებისთვის 500 000 დოლარი ჰქონდათ დაწესებული. თუმცა „სპეცრაზმ ტიმურის“ მეთაურმა, რომელიც მონაწილეობდა ინსცენირებულ თავდასხმაში, ფულის „კონფისკაცია მოახდინა“.
რუსეთის მოქალაქე დენის კაპუსტინი 2017 წელს გადავიდა კიევში საცხოვრებლად. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ის ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე პირებისთვის საბრძოლო კლუბებს აწყობდა. მას ფსევდონიმი White Rex ჰქონდა და თავადაც იზიარებდა ამ შეხედულებებს.
2022 წელს კაპუსტინმა შექმნა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ – მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. რუსეთში რდკ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ფორუმი