რუსეთის მოქალაქეებს ურჩევენ მონაწილება არ მიიღონ თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებში

ს დუმაში საუბრობენ საქართველოში გადმოსახლებული რუსეთის მოქალაქეების “აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობაზე. სახელმწიფო დუმის რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარევი ამის შესახებ თავის ტელეგრამში წერს.
„რუსეთიდან გადასულებს ამ დღეებში თავი მოაქვთ საქართველოში უცხოეთის აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებში მასობრივი მონაწილეობით. და ეს გასაკვირიც არაა. “ფერადი” რევოლუციების სპეციალისტები თბილისის ქუჩებში მასობრიობის შესაქმნელად რუსეთიდან გაქცეულებს იყენებენ “, – აღნიშნა მან.
პისკარევი რუსეთის მოქალაქეებს მსგავს აქციებში მონაწილეობისგან თავშეკავებას ურჩევს.
„არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობა და იარაღად ქცევა გარე ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას“, – წერს დუმის დეპუტატი.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით “აგენტების კანონი” მისი დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს, მოსკოვში კი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ინიციატივას დადებითად აფასებენ. განცხადებები გააკეთეს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა და სხვებმა.
„ქართულმა ოცნებამ” ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ