რუსეთის მოქალაქეებმა უკვე 2,5 ათასზე მეტი საჩივარი დაწერეს ომის საწინააღმდეგო განცხადებების გამო

როგორც გამოცემა “ვაჟნიე ისტორიიმ” ღია მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა, სთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ს მოქალაქეებმა 2623 საჩივარი შეიტანეს სამართალდამცავ უწყებებში თავიანთი თანამოქალაქეების ომის საწინააღმდეგო განცხადებების შესახებ.
დასმენების რაოდენობის მიხედვით, მეორე და მესამე ადგილებზე არის ე.წ. ლგბტ პროპაგანდა (487 საჩივარი) და რუსოფობია (250).
საჩივრების 70% დაწერილია ანონიმური ტელეგრამ-არხის, “მრაკობორეცის” წევრების მიერ. “მრაკობორეცს” 5500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და სპეციალიზებულია ომის საწინააღმდეგო აქტივისტების მოძიებაში. არხის ყოველდღიური ნორმაა – მინიმუმ სამი საჩვარი, სოციალური ქსელების “ვკონტაკტესა” და “ოდნოკლასნიკის” გვერდებზე. 148 საჩივარი დაწერა პირადად “ინტერნეტის უსაფრთხოების ლიგის” უფროსმა, ეკატერინა მიზულინამ, 60 – კრემლის მომხრე აქტივისტმა ვიტალი ბოროდინმა.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, უფლებადამცველი პროექტის, “ოვდ-ინფოს” გამოთვლით, ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღძრა სულ ცოტა, 902 ადამიანის წინააღმდეგ. მათგან 261-ს თავისუფლება აღუკვეთეს – ისინი იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორებში, კოლონიებში ან იძულებით მკურნალობას გადიან. პროექტის მონაცემებით, 285 ადამიანის მიმართ საქმე აღიძრა „ყალბი ცნობების” მუხლით, ხოლო 172-ისა – რუსული არმიის ან ხელისუფლების დისკრედიტაციის მუხლით.
ეს მუხლები გაჩნდა მალევე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წელს. „ყალბ ცნობად” რუსეთის სასამართლოები მიიჩნევენ ომის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას.
დისკრედიტაციად სასამართლოები თვლიან, მაგალითად, სიტყვა “ომის” გამოყენებას უკრაინასთან ომის კონტექსტში. ამისთვის მრავალწლიანი პატიმრობაა.

ასევე დაგაინტერესებთ