„რუსეთის მიზნები არ შეცვლილა“ – ზელენსკი დობროპილიის დაბომბვას გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიის მიმართ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმები არის იმის დასტური, რომ ს მიზნები არ შეცვლილა.
“გასულ ღამეს, რუსეთის ჯარმა დონეცკის რეგიონში დობროპილიის ცენტრი ორი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ადგილზე გამოჩენის შემდეგ, რუსეთმა კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რომლითაც განგებ ამოიღო მიზანში მაშველები. ეს არის ბოროტი და არაადამიანური დაშინების ტაქტიკა, რომელსაც რუსები ხშირად იყენებენ“.
ვოლოდიმირ ზელენკი წერს, რომ ამ დროისთვის დადასტურებულია 11 ადამიანის დაღუპვა.დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვი.
“მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლეები გადავარჩინოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, გავაძლიეროთ სანქციები რუსეთზე. ყველაფერი, რაც რუსეთს ეხმარება, რომ დააფინანსოს ომი, უნდა ჩამოიშალოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
8 მარტი დონეცკის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ