რუსეთის მასობრივ თავდასხმას უკრაინის ქალაქებზე მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია 30 და დაშავებულია 160 მშვიდობიანი მოქალაქე

30 დაჭრილი და 160 დაშავებული – ასეთია ს მასობრივი თავდასხმის შედეგი უკრაინის ქალაქებზე. დარტყმის ქვეშ მოჰყვა: , ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, ლვოვი, ზაპოროჟიე, სმილა, სუმი, ხმელიცკი და ჟიტომირი. განადგურებულია 100 კერძო სახლი და 45 მრავალსართულიან შენობა. სამძებრო ოპერაციები ამ წუთებშიც გრძელდება, მასში 600 მაშველია ჩართული.
რუსეთის მიერ ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა კვლავ პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო შეკრიბა. ვარშავა მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს.
რუსეთის მიერ ზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო გაერო-ს უშიშროების საბჭომ – “ტრაგიკულია, რომ 2023 წელი მთავრდება ისე, როგორც დაიწყო, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საშინელი ძალადობით” -აღნიშნა გენმდივნის თანაშემწემ სხდომაზე.
განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა მაც.
“160 რაკეტითა და უპილოტო საფრენი აპარატით – ეს იყო ყველაზე მძიმე თავდასხმა ჩვენს ქალაქებზე. ჩვენმა ჯარისკაცებმა მათი დიდი ნაწილი მოიგერიეს, მათ შორის შაჰიდის ტიპის დრონებიც. რუსეთისთვის სამიზნეები ძალიან ჩვეულია – სკოლები, ეკლესიები, საავადმყოფოები, სამშობიარო და უამრავი კომერციული ფართი. რუსეთის ტერორიზმს ჩვენ თითოეულ თავდასხმაზე ვუპასუხებთ.
მნიშვნელოვანია, მსოფლიომ რეაგირება მოახდინოს ტერორის ამ მორიგ გამოვლინებაზე. ბევრმა ლიდერმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინასა და უკრაინელებს. ყველას მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით მათი, ვინც ჩვენს სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვით დაეხმარა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის მეომრებმა დღეს ბევრი რამ გააკეთეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ტერორისტები სპეციალურად ცდილობდნენ ჩვენი თავდაცვის გვერდის ავლას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ომი დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა – რუსეთში,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით