რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრის ცნობით, ს კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მოხდა. მათივე ინფორმაციით, ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.
ცნობისთვის, 30 ივლისს უძლიერესი მიწისძვრა მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის მხარეში. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 8,7 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 149 კილომეტრში, 17 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრამ კამჩატკის სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი პეტერ ფიშერზე – როდესაც პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, ყველა ეტიკეტის დარღვევის მწვერვალია – ადასტურებს, რომ შეუძლია დაიკავოს პოზიცია, თუ რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის ქართველი ხალხი