რუსეთის კურგანის ოლქში ასობით სახლი დაიტბორა

ს კურგანის ოლქში ასობით სახლი დაიტბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
„მდინარე ტობოლის წყლის დონე სწრაფად იმატებს“, – აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, კურგანის ოლქში 300-ზე მეტი სახლი და 700-მდე საცხოვრებელი ფართი დაიტბორა, ხოლო ქალაქ კურგანში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით, 1500 ადამიანი დარჩა.
კურგანის ოლქის გუბერნატორის, ვადიმ შუმკოვის განცხადებით, მდინარე ტობოლის წყლის დონემ შესაძლოა 11 მეტრს მიაღწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს