რუსეთის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის შედგა ტყვეების მორიგი გაცვლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა სთან სამხედრო ტყეების მორიგი გაცვლის შესახებ ფორმულით „25 25-ზე“. უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია.
ს სამხედროები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ რუსეთში ჩაიყვანენ სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულებებში, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
წინა გაცვლა 30 დეკემბერს შედგა. უკრაინაში დაბრუნდა 189 უკრაინელი. „ესენი არიან სამხედრო მოსამსახურეები – „აზოვსტალისა“ და მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის, კუნძულ ზმეინის დამცველები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. ესენი არიან ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის „აზოველები“, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და ასევე ორი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ მარიუპოლში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რადიო თავისუფლების დაანგარიშებით, კიევმა და მოსკოვმა თითქმის 60-ჯერ გაცვალეს ტყვეები. ანალიზის თანახმად, გაცვლის 60% (ცნობილი 58-დან 35) მოხდა 2022 წელს. 2023 წლის მეორე ნახევრიდან გაცვლა თითქმის შეწყდა, 2024 წლის იანვარში კი შედგა ყველაზე მასობრივი გაცვლა: 230 უკრაინელი სამხედრო გაცვალეს რუსეთის 245 სამხედროზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში ვითარების შესახებ თავის რეზოლუციაში მიუთითა, რომ 2024 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობისთვის უკრაინის 65956 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ტყვედ ჩავარდნილად.
ფორუმი