რუსეთის თქმით, ორ რეგიონში, უკრაინიდან შეჭრის მცდელობა აღკვეთა

12 მარტს, რუსეთმა განაცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქებში, უკრაინის მხრიდან რამდენიმე თავდასხმა მოიგერია.
ს თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, რუსეთის ძალებმა აღკვეთეს უკრაინიდან სამხედრო შეჭრის მცდელობა და თავდამსხმელებს დიდი ზარალი მიაყენეს.
მანამდე, დაუზუსტებელი ინფორმაცია უმეტესად “ტელეგრამის” სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდებოდა. ცნობების მიხედვით, დღეს დილიდან საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებაში ერთდროულად დაიწყო.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, უკრაინულმა “ტერორისტულმა ფორმირებებმა” დილის 3 საათზე, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით, სცადეს ბელგოროდში სამი სხვადასხვა მიმართულებით შეჭრა. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ძალებმა დაახლოებით 5 საათის შემდეგ, უკრაინის „დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების“ კიდევ ოთხი თავდასხმა მოიგერიეს რუსეთის კურსკის რეგიონში.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ში დაფუძნებულმა ორმა სამხედრო ფორმირებამ აიღო. ესენია: რუსეთის თავისუფლების ლეგიონი და ს ბატალიონი. სავარაუდოდ, ორივე ჯგუფი კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსი მებრძოლებისგან შედგება.
რუსეთში ორივე ფორმირება ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა “ტელეგრამის” არხზე ამ დილით დაწერა: “გადავკვეთეთ საზღვარი”, რასაც თან ახლდა სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ვიდეო. “ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრობით წავართმევთ” – წერენ მისი წევრები.
ლეგიონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს პუტინის მიერ რუსეთის სიცოცხლის ბოლომდე მართვას და ყველა ზომას მიმართავს ქვეყნის დიქტატურისგან გასათავისუფლებლად. მსგავს განცხადებებს აქვეყნებს ციმბირის ბატალიონიც. მათაც “ტელეგრამზე” რუსეთის მოქალაქეებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, თავდასხმის აღკვეთის ოპერაციაში ჩაბმული იყო უშიშროების ფედერალური სამსახური და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფები. მათ ავიაციის, რაკეტების და არტილერიის გამოყენებით, „აღკვეთეს ს რეჟიმის მცდელობა” და აიძულეს მოწინააღმდეგე „არსებითი დანაკარგებით” უკან დაეხია. მოწინააღმდეგის დანაკარგებში რუსეთი ასახელებს 60-მდე „უკრაინელ ტერორისტს“ და 5 ტანკს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული სამხედრო ფორმირებები დამოუკიდებლად მოქმედებენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის პრესსპიკერმა ანდრი იუსოვმა უკრაინის 24-ე არხთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული დაჯგუფებები ოპერაციას რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინისგან დამოუკიდებლად ატარებენ. მისი თქმით, ოპერაციაში მესამე ჯგუფიც მონაწილეობდა – რუსეთის მოხალისეთა კორპუსი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქვეყნის სადარაჯოზე მდგომო ახალგაზრდებო! ახლა აქ ვდებ დოკუმენტს, რომელიც თქვენს ასაკში (მაშინ 22 წლის ვიყავი) არანაკლებ და ალბათ გაცილებით მტკივნეული, საშიში, ავისმომასწავეველი იყო, ვიდრე გუშინ მიღებული კანონი”