რუსეთის თქმით, ვორონეჟზე უკრაინის დრონით თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, სამშაბათს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად, 6 წლის ბიჭი და 10 წლამდე ასაკის გოგონა დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ, ვორონეჟის რეგიონში ხუთი უკრაინული დრონი გაანადგურა, სამს კი გზა გადაუჭრა. უწყების განცხადებით, საჰაერო ძალებმა, კიდევ ოთხ უკრაინულ დრონს, გზა ჩაუჭრა ბელგოროდის რეგიონში.

ელენა ფედიაინოვამ, რომლის 6 წლის ვაჟი ერთ-ერთი თავდასხმისას დაშავდა, თქვა, რომ დრონების პირველი თავდასხმა ღამის 2:30 საათზე მოხდა, რამაც მისი ბინის ფანჯარა ჩაამსხვრია.

„ეს იყო დარტყმა და ნათება. ბავშვს ხელი ჩავავლე, ყველგან ნამსხვრევები და კვამლი იყო“, – თქვა ფედიაინოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოფიციალური პირების განცხადებით, იმავე თავდასხმის შედეგად, ასევე დაშავდა 10 წლამდე ასაკის გოგონა.

ვორონეჟი, ქალაქი, სადაც 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კმ-ში მდებარეობს. ქალაქის მერმა, ვადიმ ქსტენინმა განაცხადა, რომ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მომხდართან და რუსული მხარის განცხადებებთან დაკავშირებით, ს კომენტარი არ გაუკეთებია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქთან ახლოს, რუსეთს საჰაერო ბაზა აქვს, სადაც სუ-34-ის ტიპის რამდენიმე ბომბდამშენი დგას. უკრაინაზე საჰაერო დარტყმების დროს, რუსეთის გამანადგურებელ-ბომბდამშენ თვითმფრინავებს ხშირად იყენებს.

რუსული საინფორმაციო საშუალება „Shot“, „Telegram“-ზე წერს, რომ საჰაერო ბაზის მახლობლად, სულ მცირე, 15 აფეთქების ხმა გაისმა. დრონის ნამსხვრევები კი, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით