რუსეთის თქმით, ბელგოროდის ოლქში უკრაინის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ავტობუსზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.
გლადკოვმა თქვა, რომ თავდასხმა სოფელ ბერეზოვკასთან მოხდა. მან გამოაქვეყნა ავტობუსის ფოტო, რომელსაც ფანჯრები აქვს ჩამსხვრეული.
გლადკოვის თქმით, ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ორ ბავშვს კი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
ს ლოგისტიკურ ჭაჭვზე იერიშის მისატანად, ბელგოროდის რეგიონზე, რომელიც ს ესაზღვრება, იერიშებს ხშირად ახორციელებს.
კიევი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას და აცხადებს, რომ მას აქვს უფლება, იერიში მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც მას თავს 2022 წლის თებერვალში, კიდევ ერთხელ დაესხა.
ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება, ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო