რუსეთის თავდაცვის უწყება – ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ათი დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი ორიოლისა და როსტოვის ოლქების თავზე, ორი ბელგოროდის რეგიონში და თითო ვოლგოგრადისა და ლიპეცკის ოლქებში.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა სოფელ იასნიე ზორიზე, სადაც ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოპალეიშვილი – კოალიციის სამი ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მხნედ ვართ – მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული