რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბრიანსკის, რიაზანის, კურსკის, სარატოვის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ტულას, ორიოლის, ლიპეცკისა ოლქებში, დედაქალაქ მოსკოვსა და ყირიმში 121 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 20 – რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე, 17 – კურსკში, 17 – სარატოვში, 7 – როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, 6 მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 6 – ბელგოროდში, 3 – ვორონეჟში, ორ-ორი ტულას, ორიოლის და ლიპეცკის ოლქების ტერიტორიაზე, ერთი ყირიმში და ერთი მოსკოვის თავზე.