რუსეთის თავდაცვის უწყება – საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდში ოთხი უკრაინული რაკეტა გაანადგურეს

ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული „ვილხას“ ოთხი რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ვილხას“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ოთხი რაკეტა გაანადგურეს.