რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევმა კურსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის სამი რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“-ს სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, – აცხადებენ უწყებაში.
კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განმარტებით, რაკეტები ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა