რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის რეგიონებში 110 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დრონები ჩამოაგდეს ტულას, ბრიანსკის, კალუგას, მოსკოვის, ტვერის, ბელგოროდის, კურსკის, ორიოლის, სმოლენსკის, ლიპეცკის, ნიჟნი ნოვგოროდის და ნოვგოროდის ოლქებში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.
რუსული მედია წერს, რომ ბოლო დღეებში უკრაინელმა მებრძოლებმა გააძლიერეს დრონებით თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქზე.
