ს თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის ტერიტორიაზე 84 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში 84 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 84 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, 36 დრონი როსტოვის ოლქის თავზე გაანადგურეს, 21 – ბრიანსკის ოლქში, 14 – ბელგოროდში, 6 – ვორონეჟში, სამ-სამი კურსკისა და ტამბოვის ოლქებში, ერთი დრონი კი კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული