რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის რეგიონების თავზე 75 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ს რეგიონებისა და შავი ზღვის თავზე 75 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც ს რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს 75 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, 19 ლიპეცკში, 7 – კურსკში, 5 – ბრიანსკში, 4 – ვორონეჟში, ერთი ორიოლში, 5 ყირიმში და 8 – შავი ზღვის თავზე.
„გარდა ამისა, შავ ზღვაში, ს ნახევარკუნძულისკენ მიმავალი შვიდი უეკიპაჟო კატერი განადგურდა,“ – აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა