რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ათეულობით უკრაინული რაკეტა და დრონი ჩამოაგდო. გუბერნატორის თქმით, ერთი ქალი დაიღუპა

ს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 23 მაისს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს ბელგოროდის ოლქზე უკრაინის მსხვილი იერიში, რომელიც რაკეტებით და დრონებით განხორციელდა.
Telegram-ით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ანტისაჰაერო მორიგე საშუალებებმა გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის „ვილხას“ სამი რაკეტა, ხოლო ამავე კატეგორიის „ვამპირის“ სისტემის32 რაკეტა, ასევე სამი დრონი.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ცალკე ცნობაში წერდა, რომ მსხვერპლი თავდასხმას არ მოჰყოლია, მხოლოდ ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით დაზიანდა საბავშვო ორი ბანაკი.
მოგვიანებით გლადკოვმა გაავცელა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმას ერთი ქალი ემსხვერპლა. გლადკოვის თანახმად ჩამოგდებული დრონი კერძო სახლს დაეცა და აფეთქდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. გლდკოვის სიტყვებით, აფეთქებამ დააზიანა მეზობელი სახლები.
ამ ცნობების დამოუკიდებელი დადასტურება შეუძლებელია. ს კომენტარი არ გაუკეთებია.