რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 56 უკრაინული დრონი გაანადგურა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე, 28 ვორონეჟის და 17 როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.