რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ არმიაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ არმიაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.
„გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ქალაქების შერჩევის პუნქტებში ჩატარებული ინტერვიუების დროს, კანდიდატების უმეტესობამ კონტრაქტის დადების მთავარ მოტივად 2024 წლის 22 მარტს მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა შურისძიების სურვილი მიუთითა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების შესახებ კონტრაქტს ხელი 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა, მათ შორის 16,000-მა ბოლო 10 დღის განმავლობაში.