ევროპის მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელუსოვმა განაცხადა.
„დამარცხების გარდაუვალობის გაცნობიერებით, კიევის რეჟიმი ფსონს ტერორისტულ აქტებზე დებს. ევროპელი სპონსორების მხარდაჭერით, რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აფეთქებს და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. უკრაინის იარაღითა და დაქირავებული სამხედრო პირებით მომარაგებით სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივების მცდელობები დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის. მათ შორის თავად ევროპაშიც“, – განაცხადა ანდრეი ბელუსოვმა.
მისი თქმით, „რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებულ შეტევით მოქმედებებს ახორციელებენ“.
„მიუხედავად ამისა, რუსეთმა კონფლიქტის მოგვარების მზადყოფნა არაერთხელ გამოხატა“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
