ს თავდაცვის მინისტრი გამოვიდა ატომური ცდებისთვის მზადების დაწყების წინადადებით

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შეხვედრაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა წინადადებით, დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება ატომური ცდებისთვის არქიპელაგ ახალ მიწაზე.
ბელოუსოვის თქმით, ცდები იქნება პასუხი -ის ქმედებებზე. მინისტრი ირწმუნება, რომ თანდათანობით ტოვებს შეიარაღების შემცირების და შეზღუდვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს, და თან მუშაობს ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტის შექმნაზე, რომელსაც ატომური ქობინი ექნება.
პასუხად, პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებს და სამოქალაქო უწყებებს დაავალა გამოვიდნენ წინადადებებით ატომური იარაღის ცდებისთვის მზადების შესაძლებლობათა გარშემო.
ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ “დაუყოვნებლივ” დაიწყებს ატომური იარაღის გამოცდას, სხვა ქვეყნების “თანაზომადად”. მოგვიანებით, CBS News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ “სხვა ქვეყნები ცდებს ატარებენ”, და მას არ სურს აშშ იყოს “ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ცდებს არ ატარებს”.
ცდებს ატარებს, ჩინეთი ცდებს ატარებს – მაგრამ ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ. და ცდებს ჩვენს ჩავატარებთ, რადგან ისინიც ატარებენ და კიდევ სხვებიც. და, რა თქმა უნდა, ცდებს ატარებს ჩრდილოეთი კორეაც. ც ატარებს ცდებს” – თქვა ტრამპმა.
მანამდე პუტინი აცხადებდა, რომ რუსეთმა გამოსცადა რაკეტა “ბურევესტნიკი” და წყალქვეშა ნავი “პოსეიდონი”, ბირთვული მოწყობილობებით. ამის პასუხად ტრამპმა თქვა, რომ უმჯობესია პუტინი “დაკავდეს ომის დასრულებით, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება, და არა რაკეტების გამოცდებით”.
კრემლის პრესმდივანი, აცხადებდა, რომ “ბურევესტნიკის” და “პოსეიდონის” გამოცდა “არც ერთ შემთხვევაში არ იყო ატომური”.
აშშ-ში ატომური ცდები 1992 წლიდან არ ჩატარებულა, რუსეთში – 1990 წლიდან, ჩინეთში – 1996 წლიდან.
ფორუმი