რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში დაზიანდა სამგზავრო მატარებელი, არიან დაშავებულები

რუსეთის თავდასხმის შედეგად სამგზავრო მატარებელი დაზიანდა უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე სუმის რეგიონში, მგზავრებს შორის არიან დაშავებულები – ამ ცნობას რეგიონის გუბერნატორ ოლეჰ ჰრიჰოროვზე დაყრდნობით სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.
ჰრიჰოროვის თქმით, რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო რკინიგზის სადგური და დაარტყეს კიევისკენ მიმავალ მატარებელს.
მსხვერპლის რაოდენობის მონაცემი ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა გუბერნატორმა გამოაქვეყნა ცეცხლმოკიდებული სამგზავრო ვაგონის ფოტო და თქვა, რომ ადგილზე მუშაობენ მაშველები და ექიმები.
ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსკოვი თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა