რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა | დაშავდა 76

29 დეკემბრის დილას ზე ს თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ, განაცხადა.
· : დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 18;
· ლვოვის ოლქი: დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 9;
· დნეპროპეტროვსკის ოლქი: დაიღუპა 5 და დაშავდა 15 ადამიანი. დარტყმა იყო სამშობიაროზეც. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 4 პაციენტი გადაარჩინა;
· ოდესის რაიონი: სულ დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 15;
· ხარკოვის რეგიონი: ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა;
· ზაპოროჟიეს რეგიონი: დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 10.
დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები, საწყობები. დარტყმა იყო სამშობიაროზეც. შემთხვევის ადგილებზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები, მაშველები და პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმა იყო კიევის, ზაპოროჟიეს, დნიპროს, ხარკოვისა და სუმის ოლქებზე.
ასევე ნახეთ:
· რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა | თავდასხმა იყო არაერთი რეგიონზე, მათ შორის კიევზე