ს ელჩი გაერო-ში – კარაკასში -ის მიერ ცინიკურად ჩადენილი დანაშაულების გამართლება არ არსებობს

ვენესუელაში -ის დანაშაულებს გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ გაერო-ში ს ელჩმა, ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„კარაკასში აშშ-ის მიერ ცინიკურად ჩადენილი დანაშაულების გამართლება არ არსებობს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ს მიერ ვენესუელის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო აგრესიის აქტს, რომელიც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ნებენზიამ.
რუსეთის ელჩმა აშშ-ს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ვენესუელის ლიდერზე განხორციელებული თავდასხმა უკანონობისა და ძალის გამოყენებით აშშ-ის ბატონობის ეპოქაში დაბრუნების მაუწყებელია“, – აღნიშნა ელჩმა.