რუსეთის ელჩის ინფორმაციით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს

ს სავიზო ცენტრებს ხურავს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს.
ანატოლი ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.
„ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენს თანამემამულეებს არ მივატოვებთ. დღეს, ამერიკელებმა რუს დიპლომატებზე კიდევ ერთი წვრილმანი, საზიზღარი თავდასხმა განახორციელეს. მათ გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათები წაგვართვეს“, – განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯის შესახებ ამერიკულ მხარეს განმარტებები არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არცთუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის