რუს მართლმადიდებელ მღვდელს, რომელმაც გასულ თვეს გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს და სამწლიანი „სინანული” დაავალეს.
დიმიტრი საფრონოვმა რამდენჯერმე აღავლინა ლოცვა მოსკოვში, ნავალნის საფლავზე, ასევე 26 მარტს ნავალნის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგაც ჩაატარა ღვთისმსახურება.
მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია. ამავე განცხადებაში ნათქვამია, როომ მღვდელს ახლა მხოლოდ მედავითნეობის როლის შესრულება შეეძლება.
დასჯის მიზეზი რუსულ ეკლესიას არ დაუსახელებია. ეს უკანასკნელია სასჯელების სერიიდან, რომელიც ეკლესიამ დაუწესა იმ მღვდლებს, რომლებიც ოპოზიციის მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ.
“მონანიების პერიოდის ბოლოს, მორჩილების ადგილიდან გამოხმაურების საფუძველზე, მიიღება გადაწყვეტილება მისი შემდგომი სამღვდელო მსახურების შესაძლებლობის შესახებ“, – აცხადებენ ეპარქიაში.